ფეხბურთი

16:51 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “აზერბაიჯანიდან კმაყოფილი წავალ”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ინტერნეტპორტალ apasport.az-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანული კლუბის პრეზიდენტთან პრობლემა არ აქვს.

- “ინტერის” საწვრთნელ შეკრებაზე რას ფიქრობთ?

- ნორმალურად ვვარჯიშობთ. ყოველდღიური წვრთნის გარდა, ამხანაგურ მატჩებსაც ვატარებთ. ჩვენი ერთადერთი სერიოზული პრობლემა ისაა, რომ ალექსანდრე ამისულაშვილმა ტრავმა მიიღო. ალბათ, ის ერთი თვე ვერ ითამაშებს. მისი არყოფნა სერიოზული დანაკლისია.

- ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს წახვალთ “ინტერიდან”, სადაც მთავარ მწვრთნელად 6 წელი მუშაობდით. განვლილ პერიოდში კლუბსა და აზერბაიჯანულ ფეხბურთს რა შესძინეთ?

- ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ყოველთვის ვცდილობდი შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთესოდ მემუშავა. აზერბაიჯანულ ფეხბურთს რა შევძინე, ვერ გეტყვით. ბაქოში ბევრი მეგობარი მყავს. აზერბაიჯანიდან კმაყოფილი წავალ.

-“ინტერში” თქვენი შვილი ბაჩანა ცხადაძე თამაშობს. კლუბიდან რომ წახვალთ მისი ბედი როგორ წარიმართება? ის “ინტერში” კარიერას გააგრძელებს?

- მას კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი ახალ მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული. შესაძლოა, კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს, ხოლო თუ ახალი თავკაცი არ მოინდომებს მის დატოვებას, წავა.

-კლუბის პრეზიდენტ გიორგი გიორგი ნიკოლოვთან პრობლემა მართლა გაქვთ?

- მასთან პრობლემა არ მაქვს. თავის დროზე კლუბში ჯახანგირ გაჯიევმა მიმიწვია. პრობლემა როდესაც წარმოიშვება, ის აგვარებს.

- თუმცა, როდესაც ნიკოლოვი გუნდის საწვრთნელ ბანაკში მივიდა, მას არ შეხვდით...

- მაშინ, საქართველოს პატრიარქთან შესახვედრად ვიყავი. ამიტომ, ნიკოლოვს ვერ შევხდი.

- ზამთარში შემადგენლობა გააძლიერეთ. ზაფხულში “ინტერიდან” წასვლა ჩემპიონის რანგში გსურთ?

- ჩვენ ყოველთვის ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ვერ იპოვით მწვრთნელს, რომელსაც ჩემპიონობა არ სურს.

0.121983