22 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ლევან ყიფიანმა ფეხბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს მევლუდ მიმინოშვილს უმასპინძლა და "სპორტის რაინდის" ტიტული გადასცა.
მევლუდ მიმინოშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული არბიტრია და საერთაშორისო სარბიელზე ყველაზე მეტი თამაში განუსჯია.
მიმინოშვილს უმსაჯია ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროთასების შეხვედრებზე. ამასთან, ექვსჯერ დაასახელეს სსრკ ათ საუკეთესო მსაჯს შორის (1980, 81, 83, 85-87). მანვე იმსაჯა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი – 1990 წელს თბილისის "იბერიასა" და ფოთის "კოლხეთს" შორის.
მევლუდ მიმინოშვილი
დაიბადა 13.02. 1942, სუჯუნა, აბაშა. ფეხბურთი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იმსაჯა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში, ევროთასების მრავალ შეხვედრაში. სულ სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 99 მატჩი (1979-88), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში - 9 (1990). სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983) ფინალური მატჩის არბიტრი. ექვსჯერ დაასახელეს სსრკ ათ საუკეთესო მსაჯს შორის (1980, 81, 83, 85-87).
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური