ფეხბურთი

11:43 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალმა” მეორე სპარინგში “სიონს” აჯობა

მიმდინარე წელს “ცხინვალმა” ზედიზედ მეორე ამხანაგური მატჩი მოუგო. ამჯერად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ცხინვალელებმა ბოლნისის “სიონი” 2:1 დაამარცხეს.

“ცხინვალის” მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

პირველი ტაიმი: ს. ნანიევი, ბაციაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ნ.ჯიშკარიანი, ბურძენაძე, იმედაშვილი, მარკოზაშვილი, ცაცკრიალაშვილი, შინდაგორიძე, მუმლაძე.

მეორე ტაიმი: ნადირაძე, მთივლიშვილი, გიორგაძე, მაისაშვილი, ცერცვაძე, მალანია, მახარობლიძე, ინჯიბაშვილი, ახვლედიანი, თავაძე, მაკასარაშვილი.

“სიონის” თავკაცმა ლადო ბურდულმა სასტარტოში შემდეგი ფეხბურთელები დააყენა:

მაღრაძე, ს.გურეშიძე, ჯაფარიძე, გიორბელიძე, ჩაფიძე, ლ.ჯინჭარაშვილი, გ.ჯინჭარაშვილი, ოქროპირიძე, სტეფანიშვილი, ბერიძე, გოგოლაძე.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ხუმარაშვილი, ჯაყელი, ცაბოლაშვილი, ქებურია, ოქროპირიძე, გურეშიძე, ენდრიუ.

ანგარიში ცხინვალელმა რატი ცაცკრიალაშვიმა გახსნა. “სიონიდან” საპასუხო გოლი გელა ჯინჭარაშვილმა გაიტანა. თენგიზ მაკასარაშვილმა ბოლნისელთა კარი მეორედ აიღო და “ცხინვალს” გაამარჯვებინა.

0.111926