ფეხბურთი

10:05 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ პეტრიაშვილი: “ბავშვთა ფეხბურთში უამრავი პრობლემაა”

დიდ ლილოში ფუნქციონირებს ბავშვა საფეხბურთო კლუბი “იბერია.” ახალგაზრდა ფეხბურთელების დაოსტატებასა და განვითარებაზე, ქართულ ფეხბურთში ცნობილი პიროვნება, ზურაბ პეტრიაშვილი ზრუნავს. მისი გაწვრთნილი გუნდები წარმატებით ასპარეზობენ სამხრეთ-ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ჩემპიონატებში. საინტერესოა, რომ “იბერიას”, სპონსორობას კომპანია “ლილო მოლი” უწევს, რაც ბავშვთა ფეხბურთში იშვიათი მოვლენაა. გადავწყვიტეთ, ზურაბ პეტრიაშვილს მისი გუნდისა და ზოგადად, ბავშვთა ფეხბურთში შექმნილი ვითარების შესახებ გავსაუბრებოდით.

  • ჩემი გუნდები სამხრეთ-ოსეთის ეგიდით გამართულ ჩემპიონატებში გამოდიან. კერძოდ, 1999-2000 და 2001-2002 წელს დაბადებულთა ჩემპიონატებში. ორივე გუნდი პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეშია და შესაბამისად, “ზამთრის ჩემპიონია” _ უფროსებს 9 თამაშიდან 9 მოგება აქვთ, ხოლო უმცროსებმა, 9 მატჩიდან 7 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

N

გუნდი

თ.

მ.

ფ.

წ.

ბ.

ქ.

1.

იბერია (დიდი ლილო)

9

9

0

0

41–6

27

2.

მუხრანი

10

8

1

1

28–7

25

3.

ქარელი

10

7

2

1

18–6

23

4.

ლიახვი

9

7

1

1

27–7

22

5.

ნ/დინამო

10

5

3

2

31–17

18

6.

დილა (გორი)

9

4

1

4

23–19

13

7.

გრანდი

9

4

1

4

17–21

13

8.

ოლიმპიკი

7

3

0

4

13–11

9

9.

სართიჭალა

8

3

0

5

14–15

9

10.

რუსთავი 99

9

3

0

6

20–26

9

11.

საქ. უნივერსიტეტი

6

1

2

3

10–7

5

12.

ბერმუხა

8

1

1

6

12–23

4

13.

ავაზა

9

0

0

9

9–37

0

14.

ფორვარდი 2013

8

0

0

8

7–68

0

N

გუნდი

.

.

.

.

.

.

1.

იბერია (დიდი ლილო)

9

7

1

1

27–9

22

2.

კასპი

8

7

0

1

23–5

21

3.

რუსთავი2

9

5

1

3

24–19

16

4.

რუსთავი1

9

5

0

4

24–19

15

5.

მარნეული

9

4

1

4

16–22

13

6.

ალგეთი XXI

6

4

0

2

22–12

12

7.

ავაზა

8

3

2

3

18–14

11

8.

სამთავისი

9

3

2

4

16–14

11

9.

საგარეჯო

9

3

0

6

16–18

9

10.

ოპიზა

8

1

0

7

19–48

3

11.

ჟინვალი

8

0

1

7

4–29

1

ერთადერთი მატჩი კასპის გუნდთან დავთმეთ გასვლაზე - 0:2. შავლეგ მაჭარაშვილის გუნდსა და მის ფეხბურთელებს ღირსეული გამარჯვება მივულოცე _ ვაჟკაცურად ითამაშეს.

_ სავარჯიშო პროცესზე რას იტყვით?

სატურნირო წარმატება მთავარი არ არის. მნიშვნელობა უნდა ექცეოდეს ინდივიდუალურ დაოსტატებას. თუ მხოლოდ შედეგზე გავაკეთებთ აქცენტს, ახალგაზრდა მოთამაშის ინდივიდუალური თვისებების განვითარება, შესაძლოა, შეფერხდეს. ამიტომ, შედეგზე და აღნიშნულ თვისებათა გამოვლენა-განვითარებაზე პარალელურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ.

დღესდღეობით, ჩემს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მოხვედრა, შესაბამისი მომზადებისა და განვითარების შემდეგ, რეალური მგონია.

როდესაც ბავშვები ვარჯიშობენ, ხშირად ისმის მათგან კითხვა: როდის ვითამაშებთ ფეხბურთს? ისინი თამაშით სიამოვნებას იღებენ და მწვრთნელმა მათი სურვილი უნდა გაითვალისწინოს, რაც არ ეწინააღმდეგება ფიზიკურ განვითარებას. ფიზიკური განვითარება დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. მისი გადატვირთვა არ უნდა მოხდეს. ეს საკმაოდ რთული პროცესია. როდესაც ლიზენცირების კურსებს გავდიოდი, ეს თემა კარგად შევისწავლე და ჩემი მეთოდიც ჩამომიყალიბდა.

_ ბავშვთა ჩემპიონატებზე რას იტყვით?

გასულ სეზონში, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში ვმონაწილეობდით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ასაკობრივ ჩემპიონატში ლიდერებში ვიყავით, პროტესტის ნიშნად, ორივე გუნდი მოვხსენი გათამაშებიდან, რადგან აშკარა იყო მიკერძოების ფაქტები. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსი თენგიზ გეგუჩაძე, აშკარად მიემხრო ხაშურის “ივერიას”: მათთან შეხვედრის დროს, მოხდა მცირე კინკლაობა, რის შემდეგაც, ხაშურელებმა, მსაჯის ნებართვის გარეშე დატოვეს მოედანი. მსაჯთა ბრიგადა და ჩვენი გუნდი, წვიმაში, მოედანზე ვიდექით და დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ველოდით მათ დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ. დებულებით, აღნიშნულის გამო, ხაშურელებს წაგება უნდა ჩათვლოდათ. მაგრამ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ სხვაგვარად განსაჯა: დაინიშნა გადათამაშება ნეიტრალურ მოედანზე, რაც დებულების დარღვევაა. ასეთ და კიდევ უფრო უარეს ფაქტებს არაერთხელ ჰქონდა ადგილი. პატივს ვცემ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მურად ანჯაფარიძეს, თუმცა ვფიქრობ, შეცდომაში შეჰყავდათ. ამიტომ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებში დემონტსრაციულად აღარ ვმონაწილეობთ.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, სამხრეთ-ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, არავითარ მიკერძოებას არ აქვს ადგილი, გადაწყვეტილებები ობიექტურია, რის მაგალითიცაა ჩვენი შინ ჩასატარებელი მატჩი მარნეულის გუნდთან, რომელიც დაღამების გამო პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა და რომელსაც მარნეულელები იგებდნენ 2:0-ს. ფედერაციამ გადაწყვიტა მატჩი გაგრძელებულიყო დაფიქსირებული ანგარიშიდან და მოგვიანებით, ფედერაციის ხარჯით ჩამოიყვანა მარნეულის გუნდი, ამსაჯა იგივე არბიტრი და ითამაშეს შეწყვეტილი მატჩის ოქმში დაფიქსირებულმა იმავე ფეხბურთელებმა.

სხვა მხრივ, კარგი იქნება, უფრო ოპერატიულად იმუშაოს სამხრეთ-ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგევრდმა (www.soff.ge).

_ ინფრასტრუქტურის პრობლემები არსებობს?

ევროპაში, 2001 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდები, უკვე შარშან, 11_11-ზე თამაშობდნენ სტანდარტულ მოედანზე, რაც უეფას პირდაპირი რეკომენდაციაა. ჩვენთან კი, 9 ფეხბურთელით გვიწევს თამაში მოედნის სიგანეზე. პრობლემა რაა? ბავშვთა გუნდების უმრავლესობას არ აქვს სტანდარტული მოედანი. ამიტომაც, იძულებულნი არიან 9-9-ზე ითამაშონ.

_ ბავშვთა ფეხბურთზე საუბრისას, ხშირად ახსენებნ მსაჯობისა და ე.წ. გადაზრდილთა პრობლემას. რა შეიცვალა ამ მხრივ?

1990 წელს ვიყავი საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსი. მსაჯებს მე ვნიშნავდი და თავადაც ბევრი პრობლემის წინაშე ვიდექი. ამ კუთხით, ორგანიზატორებს დღესაც დიდი პრობლემები აქვთ. სამწუხაროდ, ხშირად ბევრ რამეს მსაჯები წყვეტენ. მათ ამისთვის უამრავი მექანიზმი აქვთ, შეუძლიათ გავლენა იქონიონ თამაშის შედეგზე. ამიტომაც, ზოგადად ფედერაციების მხრიდან მეტი კონტროლია საჭირო მსაჯობაზე.

რაც შეეხება გადაზრდილებს, მაქვს მოსაზრება როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას. ამასწინათ, ავტობუსის კონტროლიორი გავაჩერე და ვთხოვე, პლანშეტში ამა და ამ სახელისა და გვარის მქონე პირი მოეძებნა. მან იმ წუთასვე ჩაწერა ჩემს მიერ ხსენებული პირი, რომლის სურათიც კი ამომიღო, იქ ასევე აღნიშნული იყო დაბადების თარიღი. ეს უმარტივესი პროცესია, რაც გაყალბებას გამორიცხავს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარ სატურნირო წარმატებას ეკარგება აზრი და ფასი, თუ ის არასპორტული ხერხებითაა მოპოვებული. განსაკუთრებით ეხება ეს ბავშვთა ფეხბურთს, რომელშიც ე.წ. “გადაზრდილთა” და სხვისი სახელითა და გვარით მოთამაშეთა პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას.

_ როგორც ვიცი, კლუბს კომპანია “ლილო მოლი” უწევს სპონსორობას. რამდენად მნიშვნელოვანია მათი დახმარება?

ძალიან მნიშვნელოვანია. “ლილო მოლი” დიდ დახმარებას გვიწევს. ეს, ტურნირის გადასახადის დაფარვაში, ბურთების, მაისურების და სხვა საფეხბურთო ატრიბუტიკის შეძენაში გამოიხატება, რაც დღევანდელ ვითარებაში საკმაოდ დიდი დახმარებაა. ჩემი გუნდის მოთამაშეებს მაისურებზე კომპანიის სახელი აწერიათ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გენერალურ დირექტორ გიორგი კვარაცხელიასა და განყოფილების უფროს ნიკოლოზ საგანელიძეს. ჩვენის მხრივ კი, ვცდილობთ, ხარისხიანადაც ვითამაშოთ და სატურნირო წარმატებებიც გვქონდეს, რითაც სპონსორსაც დავუფასებთ დახმარებას და დიდ ლილოსაც ვასახელებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108706