ფეხბურთი

4:46 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” მადრიდში მინიმალური უპირატესობით ჩავა

გუშინ ესპანეთის თასის 1/4 ფინალური ეტაპის 3 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს “ნოუ კამპზე” გამართული დაპირისპირება იწვევდა: “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ.

მიმდინარე სეზონში კლუბები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირედნენ “ნოუ კამპზე” და გამარჯვებული ამჯერადაც “ბარსელონა” გამოვიდა, თუმცა ლა ლიგის მატჩთან შედარებით ლუის ენრიკეს გუნდს ბევრად გაუჭირდა. შეხვედრა დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და ძალიან ცოტა მომენტები იქმნებოდა. უნდა ითქვას, რომ შეხვედრა არც უხეშობით გამოირჩეოდა. პირველ ნახევარში მასპინძლებს ორი რეალური შანსი ჰქონდათ, ნეიმარს იან ობლაკმა აუღო, ხოლო ლუის სუარესმა ახლო მანძილიდან გადააცილა კარს. სტუმრები კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას და ერთ-ერთი ეპიზოდში ანტუან გრიზმანი კინაღამ ტერ შტეგენთან პირისპირ დარჩა. ფერნანდო ტორესის გადაცემა პიკემ ჩაჭრა, თორემ კატალონიელთა კართან სერიოზული ხიფათი შეიქმნებოდა.

მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად წარიმართა, რეალური საგოლე მომენტები არ იქმნებოდა, ხოლო ნახევარმომენტებს ”ბლაუგრანა” უფრო ქმნიდა. შეხვედრის ბედი 85-ე წუთზე გადაწყდა, ხუანფრანის მიერ სერხიო ბუსკეტსის წაქცევის გამო, ხოსე ლუის გონსალესმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. მსაჯის გადაწყვეტილებას სტუმრები არ ეთანხმებოდნენ და მწვავედ აპროტესტებდნენ, რისთვისაც გონსალესმა გაბის ყვითელი ბარათი უჩვენა. 11-მეტრიანი რასაკვირველია ლიონელ მესიმ შეასრულა, რომელსაც იან ობლაკმა აუღო, მაგრამ დამატებაზე ყველას არგენტინელმა დაასწრო და “ბარსელონას” მოაგებინა – 1:0. “ბარსელონა” ერთ კვირაში მინიმალური უპირატესობით ჩავა “ვისენტე კალდერონზე”, სადაც ურთულესი შეხვედრა ელოდება.

ძალიან გაუჭირდა “ვილიარეალს”, რომელიც შინ ხვდებოდა “ხეტაფეს”. “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” მხოლოდ შეხვედრის ბოლოს მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. 85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბრუნო სორიანომ შესანიშნავი საჯარიმო შეასრულა და თავის გუნდს მინიმალური უპირატესობა მოუპოვა განმეორებითი შეხვედრის წინ – 1:0.

“მალაგამ” და “ბილბაომ” უგოლო ფრე გააგორეს “ლა როსალედაზე” და ყველაფერი ერთ კვირაში “სან მამესზე”გაირკვევა.

პირველი რაუნდის ბოლო 1/4 ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება, “ესპანიოლი” შინ “სევილიას” მიიღებს.

ბარსელონა – ატლეტიკო 1:0 (0:0)


ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, მასკერანო, ალვეში, ალბა, რაკიტიჩი (ხავი 77), ინიესტა (ბარტრა 88), ბუსკეტსი, ნეიმარი, სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, ხუანფრანი, მ.სუარესი, გაბი (რ.ხიმენესი 88), კოკე, გრიზმანი (რ.გარსია 66), თურანი, ფ.ტორესი (მანძუკიჩი 46).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: მესი 85.
გაფრთხილებები: სუარესი, მასკერანო – ხუანფრანი, მანძუკიჩი, გაბი, გოდინი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 12(4)-8(1), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-3

85-ე წუთზე მესიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

მალაგა – ბილბაო 0:0

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): ოჩოა, ანხელერი, ველიგტონი, ბოკა, როსალესი, რესიო, ხუანპი, სამუელი (ლ.ალბერტო 82), ჰორტა (კასტილიეხო 73), ხუანმი (ტისონე 55), ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი, ლაპორტე, გურპეგი, დე მარკოსი, ბალენსიაგა, მ.რიკო, იტურასპე, უ.ლოპესი (აკეჩე 84), იბაი (სუსაეტა59), მუნიაინი, ი.უილიამსი (ადურისი 78).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გაფრთხილებები: რესიო, ველიგტონი – ლაპორტე
მსაჯი: ედუარდო პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 4(0)-3(0), კუთხური: 1-4, სეივი: 0-0

ვილიარეალი – ხეტაფე 1:0 (0:0)


ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, პაულისტა, დორადო, ხ.კოსტა, გასპარი (მ.გომესი 57), პინა (ბ.სორიანო 57), ტრიგეირასი, რუკავინა, ჩერიშევი, გ.მორენო, ჯოვანი დოს სანტოსი (ვიეტო 73).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ხეტაფე (4-4-2): ხ.ლოპესი, ველაზკესი, კარლოსი, აროიო, ესკუდერო, ხ.როდრიგესი, ფელიპი, იოდა (სარაბია 76), სამირი (ლაგო 80), ბუენდია (დ.კასტრო 69), ჰინესტროზა.
მწვრთნელი: კოკე სანჩეს ფლორესი

გოლი: ბ.სორიანო 85.
გაფრთხილებები: ფელიპი, ხ.როდრიგესი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 17(6)-4(4), კუთხური: 8-2, სეივი: 4-5

0.145284