ფიბა-ევროპამ გამოკითხვის შედეგები შეაჯამა და 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად სტამბულის “ანადოლი ეფესის” ხორვატი ლეგიონერი დარიო შარიჩი დაასახელა.
20 წლის ფორვარდი მხოლოდ მე-3 კალათბურთელი გახდა, რომელმაც აღიშნული ტიტულის მეორედ დასაკუთრება მოახერხა. აქამდე, იგივე რამ ლიტველმა იონას ვალანჩიუნასმა (2011-12) და ესპანელმა რიკი რუბიომ (2007-09) მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ ფიბა-ევროპა გამოკითხვას თავისი ვებ-გვერდის საშუალებით აწარმოებს და აზრს სპეციალისტებსაც ეკითხება, ჯამური მაჩვენებლებით კი, შარიჩმა ბერძენ იანის ანტეტოკოუნმპოს და თურქ ჩედი ოსმანს აჯობა.