სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

21:56 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონი ამარცხებს მასპინძელს

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონმა ესპანეთმა 12 000 მაყურებლის თვალწინ მძიმე მატჩი მოუგო შეჯიბრების მასპინძელ ყატარს 28-25. ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე დარჩა 3 დღე, უკვე ცნობილია 9 მერვედფინალისტი.

***

დღეს შედარებით მსუბუქი დღე გვაქვს გუშინდელი შთბეჭდილებების შემდეგ. პირველი ტაიმის შემდეგ ბელარუსი 14-11უგებს ჩილეს, ავსტრია - 18-13 ირანს, სლოვენია - 19-18 ბრაზილიას. საღამოს ორი საინტერესო მატჩია ჯგუფში პირველობისთვის: ესპანეთი-ყატარი და ხორვატია-მაკედონია, ხოლო ტუნისი და ბოსნია ფაქტიურად მერვედფინალში გასასვლელად თამაშობენ.

აშკარაა, რომ გუშინდელი, C და D ჯგუფები შემადგენლობით უფრო ძლიერია. A და B ჯგუფებში გრანდებს მხოლოდ ესპანეთსა და ხორვატიას თუ მივაკუთვნებთ, ყველა დანარჩენი კი იქითაა - საფრანგეთი, შვედეთი, ისლანდია, დანია, გერმანია, პოლონეთი და, თუ გნებავთ, ეგვიპტეც.

ეგვიპტელთა მეკარემ ქარიმ ჰანდავიმ პირველ ტურში ოლიმპიურ ჩემპიონთან, საფრანგეთთან წაგების შემდეგ თქვა - მთელი ღამე არ გვეძინა და წაგების მიზეზებს ვაანალიზებდითო. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იყო გასული - 2007 წელს. იქამდე, 2005 წელს ეს ტუნისმა მოახერხა, თუმცა, ორივე აფრიკული გუნდი მეოთხე ადგილს დასჯერდა. კაცების ერთადერთი არაევროპული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიადის პრიზიორობა მოახერხა, კორეაა - ისინი საკუთარ მოედანზე, სეულში, 1988 წელს მეორე ადგილზე გავიდნენ.

C და D ჯგუფის საუკეთესო ოთხეულები მერვედფინალში ერთმანეთს უწყვილდებიან, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია უკეთესი ადგილის დაკავება პირველ ეტაპზე. მაგალითად, C ჯგუფში მესამე ან მეოთხე ადგილზე გასვლა მერვედფინალში შვედეთისა და საფრანგეთის ხელში ჩავარდნას ნიშნავს, შესაბამისად, შინ გამგზავრების ალბათობაც დიდია. მერვედფინალები 25-26 იანვარსაა, ხოლო შემდეგ ბადე უკვე ჯვარედინად მიდის - A/B ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი C/D ჯგუფებიდან გამოსულ ოთხ მეოთხედფინალისტს დაუწყვილდება. ასე რომ, არსებობს თეორიული შანსი იმისა, ნახევარფინალში მოხვდეს ერთი ჯგუფიდან გამოსული ოთხივე გუნდი.

***

ბელარუსს ჩილესთან 10 ბურთით სჭირდება მოგება, რათა მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსი ოდნავ გაიზარდოს - თუ ბოლო ტურში ჩილე დაამარცხებს ბრაზილიას (და ბელარუსი წააგებს ყატართან) მაშინ სამ გუნდს შორის ბურთების სხვაობას დაითვლიან და ბელარუსი მეოთხე ადგილს დაიკავებს. ისინი გეგმას გადაჭარბებით ასრულებენ - 34-23, მაგრამ ბრაზილია თამაშის ბოლომდე თანაბრად ეთამაშება სლოვენიას. 25-ე წუთზე ანგარიშია 32-32, თუმცა, ამის მერე ბრაზილიას გოლი ვეღარ გააქვს და სლოვენია 35-32 იმარჯვებს.

ბელარუსს და ბრაზილიას 2-2 ქულა აქვთ, მაგრამ ბრაზილიას პირადი მატჩი აქვს მოგებული. ბელარუსს დარჩა მიზერული შანსი და მარტო თავის თავზეც არაა დამოკიდებული - ჩილემ უნდა დაამარცხოს ბრაზილია. თუ ბელარუსმა ყატარს მოუგო, არც ეს ჰყოფნის - ამ შემთხვევაში ბრაზილიამ ქულა მანც უნდა დაკარგოს ჩილესთან,

ამასობაში ალ სადის არენაზე ავსტრია ამარცხებს ირანს - 38-26 და მერვედფინალში გასვლას ინაღდებს. ირანი ე.წ. პრეზიდენტის თასზე, ანუ 17-20 ან 20-24 ადგილებისთვის პლეიოფში გადაერთვება. თუ ბოსნიამ მოუგო ტუნისს, B ჯგუფიდან ოთხივე მერვედფინალისტი დღესვე გაირკვევა.

***

ლუსაილის დარბაზი ნელ-ნელა ივსება. ესპანელებს უკავიათ ორი მომცრო სექტორი ჩვენს პირდაპირ, მაგრამ სერიოზული სასულე ორკესტრი ჰყავთ. პასუხად, ყატარელ ქომაგთა ორი ბელადი მეგაფონებს იხმარს და ასე წინამძღოლობს თავისიანებს. ესპანელები ვაჟკაცურად იბრძვიან. მათი საყრიების ხმა მაინც ისმის.

ქვედა იარუსი თითქმის მთლიანად ივსება. ბოლო დონეზე ორგანიზატორებს სექტორგამოშვებით ტრიბუნებზე სხვადასხვა ფერის ნაჭრები აქვთ გადაფარებული, ოთხ სექტორზე კი იმ დღის მონაწილეთა ოთხი დროშაა - ესეიგი, ამდენ მაყურებელს ჯერ არ ელოდნენ. შესვენებაზე ტრიბუნებიდან ნაჭრებს ხსნიან და ისინიც თითქმის ივსება. სადღაც 12 000 კაცია.

25-ე წუთზე კი ანგარიში სულ რვით-ექვსია. მაგრამ საქმეში ერთვება მეკარე სტოიანოვიჩი - იგერიებს რივერას პირისპირ გასვლას და მაკედას შვიდმეტრიანს, დამიანოვიჩს, მარკოვიჩს, ჰასაბ ალლას და მადადის კი ზედიზედ გააქვთ და ყატარი ტაიმს იგებს - 10-8. დროის გასვლის შემდეგ კანელასსს პირდაპირ ცხრამეტრიანიდან გააქვს, მაგრამ მსაჯი არ თვლის - საყრდენი ფეხი იატაკს მოაშორეო. ყატარმა თუ მოიგო, ჯგუფში პირველობა განაღდებული აქვს. ტუნისი უგებს ბოსნიას, ხორვატია კი მაკედონიას, ორივეგან ანგარიშია 15-14.

შესვენების შემდეგ საქმეში ერთვება ყატარელთა წინა მოგების გმირი რაფაელ კაპოტე, რომელსაც პირველ ტაიმში საერთოდ არ გაუტანია. 40-ე წუთამდე სხვაობა 1-3 ბურთია ყატარის სასარგებლოდ და 44-ეზე ვალერო რივერა ათანაბრებს - 18-18. სირენამდე 10 წუთით ადრე ისევ ფრეა 21-21. მსოფლიოს ერთ-ერთი საკუეთესო პივოტი ხულენ აგინაგალდე, რომელიც აქამდე საერთოდ არ ჩანდა, კიდევ ორჯერ აღადგენს წონასწორობას და ვიქტორ ტომასს დიდი ხნის შემდეგ ისევ წინ გაჰყავს ესპანეთი - 25-24, რჩება 4 წუთი. ყატარელებში საუკეთესოა ცაცია ინსაიდი ჟარკო მარკოვიჩი - 25-25. აგინაგალდეს ერთიც გააქვს და რჩება ორი წუთი, ესპანეთი წინაა. ბოლოს, ხორხე მაკედა - 27-25, ზედ ბოლო წუთის დაწყების წინ და ერთსაც ხოან კანელასი უმატებს - 28-25, მსოფლიო ჩემპიონმა მოიგო.

ხორვატია 29-26 ამარცხებს მაკედონიას და B ჯგუფში პირველ ადგილს ინაღდებს. უმძიმეს თამაშში ტუნისი 25-ე წუთზე 22-24 აგებს ბოსნიასთან, მაგრამ მერე ზედიზედ 5 გოლი გააქვს (27-24), უსწრებს ცხრილში, გადადის მეოთხე ადგილზე და თუ ბოლო დღეს ირანს მოუგო, მერვედფინალშია.

ხვალ ლუსაილში C ჯგუფის ორი ძალიან საინტერესო მატჩია: გერმანია-არგენტინა და რუსეთი-დანია.

მამუკა ჩიხლაძე, Geohandball.ge,

სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

21 იანვარი. A ჯგუფი

სლოვენია 35 - გაიჩი 15/12, სკუბე 6/5, მ. ცვიცაი 4/4, ბეციაკი 4/4

ბრაზილია 32 - რიბეირო 9/7, ტიაგუს სანტოსი 11/5, კიუფა, ტოლედო 7/4

ვიდეო:

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/127bsma0b36gh1ag00kmkybuqc/title/handball-2015-slovenia-35---32-brazil

--

ჩილე 23 - სალინასი 14/6, კანიუ 3/3

ბელარუსი 34 - პუხოუსკი 10/8, ს. რუტენკა 11/8, ბაბიჩევი 7/6, ძ. რუტენკა9/6

ვიდეო:

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/1mozks7ub57h21j8g3havvgrtg/title/handball-2015-chile-23---34-belarus

--

ყატარი 25 -მარკოვიჩი 17/10, კაპოტე 10/5, ჰასაბ ალა 7/4

ესპანეთი 28 - რივერა 10/7, ტომასი 6/6, აგინაგალდე 4/4, კანელასი 7/4, მაკედა 6/3

ვიდეო:

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/g38r2o3z2ijs1mcv71ggxzioy/title/handball-2015-qatar-25---28-spain

--

ესპანეთი 8, სლოვენია 6, ყატარი 6, ბრაზილია 2 / ბელარუსი 2, ჩილე 0

23 იან, 18:00 ბრაზილია - ჩილე (1), 18:00 ესპანეთი-სლოვენია (3) 20:00 ყატარი-ბელარუსი (1)

--

B ჯგუფი

ირანი 26 - ს. ესტეკი 12/7, ბიჯარი 6/5, ქაზემი, ნადრი, მოსაელი 3

ავსტრია 38 - რაულ სანტოსი 11/8, ვებერი 7/6 , მაიერი 9/5, აშერბაუერი, ზიურა 4/4

ვიდეო:

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/1hre3dxxadfdx1prb16zuqh9qu/title/handball-2015-iran-26---38-austria

--

ბოსნია 24 - მალინოვიჩი 6, ვრანიეში 4, ოვჩინა 4

ტუნისი 27 - ბუღანმი 7, ბენ სალაჰ 4, ტუმი 4,

ვიდეო:

--

მაკედონია 26 - კ. ლაზაროვი 7, სტოილოვი, მანაშკოვი, გეორგიევსკი, მირკულოვსკი 3

ხორვატია 29 - ჩუპიჩი 9, დუვნიაკი 5, კოპლიარი 4, ბიჩანიჩი 4

ვიდეო:

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/47cfvoqxqsx71pgypp93z83wf/title/handball-2015-macedonia-26---29-croatia

--

ხორვატია 8, მაკედონია 6, ავსტრია 5, ტუნისი 3 / ბოსნია 2, ირანი 0

23 იან, 18:00 ტუნისი-ირანი (2), 20:00 მაკედონია-ავსტრია (2), 20:00 ხორვატია-ბოსნია (3)

--

C ჯგუფი

შვედეთი 6, საფრანგეთი 5, ეგვიპტე 4, ისლანდია 3 / ჩეხეთი 0, ალჟირი 0

22 იან, 20:00 შვედეთი-ეგვიპტე (2), 22:00 ისლანდია-ჩეხეთი (2), 22:00 ალჟირი - საფრანგეთი (3)

24 იან, 20:00 ეგვიპტე-ისლანდია (2), 22:00 ალჟირი-ჩეხეთი (3 ), 22:00 საფრანგეთი-შვედეთი (2)

--

D ჯგუფი

გერმანია 5, დანია 4, პოლონეთი 4, არგენტინა 3 / რუსეთი 2, საუდის არაბეთი 0

22 იან, 20:00 პოლონეთი-საუდეთი (3), 20:00 გერმანია-არგენტინა (1), 22:00 რუსეთი-დანია (1)

24 იან, 20:00 საუდეთი-გერმანია (1), 20:00 რუსეთი-არგენტინა (3), 22:00 დანია-პოლონეთი (1)

--

(1) ლუსაილ სპორტარენა - 15 300

(2) ალი ბინ ჰამად არენა, დოჰა - 7 700

(3) დუჰაილ არენა, დოჰა - 5 500

--

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.136789