ფეხბურთი

20:25 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “საფრანგეთის თასის მოგება მსურს”

პსჟ-ს ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბორდოსთან” მატჩამდე განაცხადა, რომ საფრანგეთის თასის მოგება სურს.

“ბორდოსთან” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ჩვენ უნდა მოვიგოთ, საფრანგეთის თასის მოგება მსურს. მწვრთნელმა ტაქტიკა სწორად უნდა შეარჩიოს. ვიცი ჩემგან ბევრს ელიან. დიდი ამბიციები მაქვს. ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ჩემს გარშემო გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ”- იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს AFP ციტირებს.

საფრანგეთის თასის 1/16 ფინალის მატჩი პსჟ – “ბორდოს” დღეს თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112295