ფეხბურთი

18:32 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გრანადა” არგენტინელი მცველით გაძლიერდა

ესპანეთის საფეხბურთო პრიმერადივიზიონის აუტსაიდერმა “გრანადამ” არგენტინელი მარცხენა მცველი ემანუელ ინსუა დაიმატა, რომელიც აქამდე “ბოკა ხუნიორსში” გამოდიოდა.

ის ემელიანო ინსუას ძმაა, რომლის სატრანსფერო უფლება მადრიდის “ატლეტიკოს” ეკუთვნის და “რაიო ვალეკანოშია” განათხოვრებული.

“გრანადას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სამხრეთამერიკელმა ახალწვეულმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099715