ფეხბურთი

17:50 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო ბონის ტრანსფერით კმაყოფილია

არგენტინის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო კოტდივუარელი ფეხბურთელის ვილფრიდ ბონის ტრანსფერს მიესალმა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.

“გუნდი ახალწვეულების მიღებით ყოველთვის მოხარულია. ყველამ იცის, რომ ამ ტრანსფერის მიზანი ჩვენი გუნდის გაძლიერება იყო. ინგლისში ასპარეზობის დროს ბონიმ დაამტკიცა, რომ პრემიელიგაში თამაში ღირსეულად შეუძლია. ასე რომ, კარგი ტრანსფერი იყო და გუნდიც კლუბის მენეჯმენტით მოხარული ვართ.” – განაცხადა სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა.

ბონი “სიტიში” “სუონსიდან” არაოფიციალური ინფორმაციით 25 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა და უელსელებმა შესაძლოა ბონუსის სახით 3 მილიონიც მიიღონ. ვილფრიდი ამჟამად აფრიკის ეროვნებათა თასზე ასპარეზობს. კოტდივუარმა სამშაბათს ჯგუფის პირველი მატჩი გვინეასთან ფრედ 1:1 დაამთავრა. სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენელთაგან ერთადერთი გოლი დუმბიამ ბონის გადაცემის შედეგად 72-ე წუთზე გაიტანა.

0.126925