კალათბურთი

17:01 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა შესაძლოა “იუტასთან” ვერ ითამაშოს

“კლივლენდის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა. ჯეიმსი თავს შეუძლოდ გრძნობდა. ნბა-ს 2-გზის ჩემპიონს გრიპის ნიშნები აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია “მეფე” გუნდს “იუტასთან” მატჩში დაეხმარება თუ არა.

“ვიმედოვნებ ჯეიმს არაფერი სერიოზული არ სჭირს. ჩვენ გვსურს, რომ ლებრონმა ცოტახანი დაისვენოს”- განაცხადა “კლივლენდის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა.

“კლივლენდი” – “იუტას” მატჩში 22 იანვარს თბილისის დროით ღამის 4 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში ჯეიმსის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 26 ქულა, 5.5 მოხსნა და 7.3 პასი გახლავთ.

0.111533