La Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსიმ” ფლორენციის “ფიორენტინას” 26 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველის ხუან კუადრადოს ტრანსფერში 27 მილიონი შესთავაზა. წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი კოლუმბიელს 35 მილიონად აფასებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” 30 მილიონად “ვოლფსბურგში” ანდრე შურლეს გაყიდვას აპირებს. ლონდონური კლუბი ხუან კუადრადოს სწორედ შურლეს შემცვლელად მოიაზრებს.
კუადრადომ “ფიორენტინაში” 84 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა, კოლუმბიელი ფლორენციულ კლუბში 2012 წლიდან ირიცხება.