ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა გათამაშებაში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და იაპონელი კურუმი ნარას დუეტიც ჩაერთო და საწყის მატჩშივე მარცხი განიცადა.
კალაშნიკოვა და ნარა გერმანელ მონა ბარტელს და ლუქსემბურგელ მენდი მინელას გაეჯიბრნენ და თამაში, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა, 3:6, 5:7 დათმეს.
ოქსანამ და კურუმიმ 6-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს, თუმცა, თავად მოწოდება 6-ჯერ დათმეს და წაგებას ვერ გადაურჩნენ.