ფეხბურთი

13:09 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ემპოლის” თავკაცი: “ბევრი ფეხბურთელი გასახდელში ტიროდა, რადგან მეოთხედფინალში გასვლაზე ოცნებობდა”

ემპოლის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იტალიის თასის 1/8-ფინალში სტუმრად “რომასთან” დამატებით დროში მარცხის (1:2) შემდეგ “განაცხადა, რომ მისი გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა იტირა.

“შეეცადეთ ჩემს მდგომარეობაში შეხვიდეთ. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ბიჭები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ. ბევრი მათგანი გასახდელში ტიროდა, რადგან მეითხედფინალში გასვლაზე ოცნებობდა. იცით, თასი არ მომწონს, რადგან მეჩვენება, რომ ამ ტურნირზე სპორტული პრინციპი დაცული არაა. ყველაფერი დიდი კლუბების სასარგებლოდ წყდება, რომელთაც საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას აძლევენ და ა.შ. მთხოვეს პენალტზე არ მესაუბრა, მაგრამ ვფიქრობ ვიდეოჩანაწერი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. რუდი გარსია ფიქრობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მას თავისი მოთამაშეებიც კი არ ეთანხმებიან, რომელთაგან ზოგიერთმა ამის შესახებ თავად შემატყობინა” – თქვა სარიმ Rai Sport-თან საუბარში.

განვლილ მატჩში “ემპოლის” ქართველ ლეგიონერს ლევან მჭედლიძეს არ უთამაშია.

0.119706