ფეხბურთი

22:34 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკო მარინი ბელგიაში ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაში მყოფი გერმანელი ნახევარმცველი მარკო მარინი კარიერას ბრიუსელის “ანდერლეხტში” განაგრძობს. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ფლორენციის “ფიორენტინაში” გაატარა, მაგრამ ვინჩენცო მონტელას გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა. მარინმა “იების” მაისური მხოლოდ ოთხ მატჩში მოირგო და მეტოქეებს ორი გოლიც გაუტანა.

მარინი ბელგიის უძლიერეს გუნდში ასევე იჯარის წესით ითამაშებს. კარიერის საუკეთესო პერიოდი მას ბრემენის “ვერდერში” აქვს გატარებული, რომლის ღირსებასაც 2009-2012 წლებში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121066