კალათბურთი

18:43 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

საშეჯიბრო დეპარტამენტი ''ა'' ლიგაში მონაწილეობის მსურველ გუნდებს შეხვდა

საკალათბურთო პირველი ლიგა წლეულს „ა“ ლიგის სახელწოდებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს. ეს 6 გუნდი დაფინანსებას სახელმწიფოსგან მიიღებს, შესაბამისად, „ა“ ლიგის მონაწილეთა რაოდენობაც საკმარისზე მეტია.

მონაწილეობის მსურველი დაახლოებით 16-18 გუნდია, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეიკრიბნენ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელებთან - ალეკო პერტიაშვილთან და გიორგი ზაბახიძესთან გუნდების მესვეურებმა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრეს.

საკითხების უმრავლესობაზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ. დარჩენილი თემების შესათანხმებლად მორიგი შეხვედრა 28 იანვარს დაინიშნა.

„ა“ ლიგაში სამონაწილეო 6 საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გათამაშდება. გუნდებმა ფედერაციაში განაცხადები 30 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ, ხოლო „ა“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი 6 გუნდის მონაწილეობით სავარაუდოდ 7 თებერვალს დაიწყება.

superleague.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090226