საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ურუგვაის ერთ-ერთ რადიოსადგურთან საუბარში თავისი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელის თქმით, პარიზში ბედნიერია, მაგრამ გამორიცხული მაინც არაფერია.
“ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. მინდა, კონტრაქტს პატივი ვცე. პარიზში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფეხბურთში ხვალ რა მოხდება, არავინ იცის. გამორიცხული არაფერია”, - განაცხადა კავანიმ.
ედინსონ კავანი პარიზის გუნდში 2013 წელს იტალიური “ნაპოლიდან” გადაბარგდა. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ბოლო დროს, მის სახელს ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებდნენ. კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.