ფეხბურთი

16:52 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძე “ტოსნოს” გოლით შეეწია

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ერთ-ერთმა ლიდერმა ტიხვინის “ტოსნომ”, რომელიც შეკრებას კვიპროსში გადის, პირველ ამხანაგურ შეხვედრაში კუნძულელეთა მეორე დივიზიონის “ელპიდა ქსილოფაგუ” 4:0 დაამარცხა და ერთი გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა მეორე ტაიმი ითამაშა და 68-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის მსგავსად მეკარე ნუკრი რევიშვილიც თამაშში მეორე ტაიმის მერე ჩაერთო. მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ პირველი ტაიმი ჩაატარა.

რუსეთის მოქალაქე მცველ გურამ თეთრაშვილს ტიხვინელთა შორის არ უასპარეზია.

0.124165