ფეხბურთი

16:38 | 20.01.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ლიპი: “პოგბა? - ჩვენ ზიდანი გავყიდეთ”

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე “სქაი სპორტ იტალიას” ესაუბრა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი პოლ პოგბას, “იუვენტუსისა” და “მილანის” თემებს შეეხო.

პოლ პოგბას შესაძლო გასხვისებაზე – “როცა “იუვეში” დავბრუნდი, ჩემთან პრეზიდენტი მოვიდა და განმიცხადა - მე მქვია ანიელი და ზიდანი უნდა გავყიდოთ. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მერწმუნე, აღებულ თანხას ტრანსფერებში გამოვიყენებთ. შემდგომ ჩვენ შევიძინეთ ბუფონი, ნედვედი და ტურამი. გუნდმა კი ისევ გააგრძელა გამარჯვებების მოპოვება. ვფიქრობ, ახლაც იგივე მდგომარეობაა პოგბას ირგვლივ. მისი ტრანსფერიდან აღებული თანხით “იუვენტუსს” 3-4 მსოფლიო კლასის მოთამაშის დამატება შეეძლება”.

იუვენტუსის” ნაჩვენებ თამაშზე მიმდინარე სეზონში – სეზონის პირველი ნაწილი გუნდს ძალიან კარგი ჰქონდა. “იუვეს” თამაში კარგი საყურებელია.

თავისი ყოფილი გუნდის, “სამპდორიას” თაობაზე – სინიშა მიხაილოვიჩმა უდიდესი სამუშაო გასწია. “სამპდორია” თამაშობს, როგორც დიდი გუნდი, სანახაობრივ და აგრესიულ ფეხბურთს”.

ჩემპიონთა ლიგის საგზურის კანდიდატებზე – ჯერ ყველაფერი წინაა. “ფიორენტინას” შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი ფავორიტი “ნაპოლია”, “მილანი” და “ინტერი” კი რეკონსტრუქციის პერიოდს გადიან”.

ფილიპო ინძაგიზე – ინძაგის კარიერა სწორედ ახლა იწყება. მას ჰქონდა კარგი შედეგები ახალგაზრდულ გუნდში. ამჟამად კი მოხვდა დიდი გუნდის მთავარ მწვრთნელად. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა, მას დიდი სამუშაო აქვს შესასრულებელი”.

მარჩელო ლიპი იტალიის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება. მან 1996 წელს ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 10 წლის თავზე მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:49 | 02.02.2018
NudeDude (822)

ეს სამმაგები ხო არ გაუფასურდა ცოტათი მაინც ჰა?! ნუ ყოველშემთხვევაში არამგონია რეალურ ძალებს ასახავდეს, "სამმაგები" აგერ ნახავთ პლეიოფებში როგორ გაპარსავენ მამაოს:დ

01:34 | 02.02.2018
O. Mertskhali (8101)

მიუხედავად ამის სუპერ შედეგებისა, სულ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კიდევ უფრო მეტი შეუძლია!

17:23 | 31.01.2018
格里斯 (176)

არ უნდა დაეშალათ დიდი ტრიო დურანტი ვესტბუქი ჰარდენი. იქ მე უფრო მწვრთნელის ბრალი მგონია ჰარდენი რომ წავიდა, უფრო მეტად უნდა მიეცათ გასაქანი საუკეთესო მეექვსე კაცობა და სკამიდან თამაში ჰარდენისთვის არ იქნებოდა მისაღები

17:20 | 31.01.2018
格里斯 (176)

14 იდა 5 სამიანი არაა ძაან ცუდი მარა მეტი შეეძლო კიდე ესე გამოდის

15:50 | 31.01.2018
grinchi (3221)

მე რამოდენიმე გარბენი დავაფიქსირე. ისე ამერიკაში ძალიან იშვიათად რომ გარბენი დააფიქსირონ. ტიპმა იმენნა ირბინა)

04:48 | 02.02.2018
NudeDude (822)

კიი ეგრეა... შოუმენები გარბენს არ აფუჭებინებენ შოუს)))

22:56 | 31.01.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

მაგიტო ემართებოდა ზაზას ნაკრებში ევროპაზე

13:43 | 31.01.2018
zanzibari (457)

Magaria nba amdeni varskvlavi. donea

13:34 | 31.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მართLა ისტორიული შედეგი დადო ბაბუაწვერამ აი ფლეიოფშიც ასე უნდა ითამაშოს ცოტა ზევით რო ავიდეს

0.064828