ფეხბურთი

16:09 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პიკე ალბიონურ გზაზე

ინგლისური გამოცემის “დეილი ექსპრესის” ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” მცველი ხერარდ პიკე დიდი შანსია ზაფხულში ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდეს. ინგლისელი ჟურნალისტების აზრით ესპანელი ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედს” გააძლიერებს. “წითელი ეშმაკები” ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდიან.

ხერარდ პიკეს “ბარსელონადან” შესაძლო აბარგების შესახებ უკვე კარგა ხანია იწერება. 27 წლის მცველი “მანიუში” ერთხელ უკვე ასპარეზობდა (2005-2007 წლებში). მიმდინარე სეზონში პიკემ “ბარსას” ღირსება “ლა ლიგაში” 13 შეხვედრაში დაიცვა და საკუთარ გუნდს 2 გატანილი გოლითაც შეეწია.

0.833885