ფეხბურთი

14:49 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვილიარეალმა” 18 წლის აკოსტა დაიმატა

ურუგვაის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების და აწ უკვე “ფენიქსის” ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი ფრანკო აკოსტა კარიერას “ვილიარეალში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

18 წლის ურუგვაელმა “ყვითელ წყალქვეშა ნავთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თავდამსხმელი უკვე ჩაირიცხა “ვილიარეალის” სარეზერვო გუნდში და წარმატებული თამაშის შემთხვევაში მთავარ გუნდშიც დაწინაურდება.

ფეხბურთელს ურუგვაის პრიმერა დივიზიონში “ფენიქსის” მაისურით პროფესიულ დონეზე გასულ სეზონში უკვე ჰქონდა. მიმდინარე სათამაშო წელს მან სამხრეთ ამერიკის წარმომადგენლის ეროვნულ ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა და თავი თითო გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

0.121193