კალათბურთი

13:28 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში კვირის კალათბურთელებად ჰორფორდი და უილიამსი აღიარეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრი ალ ჰორფორდი და “მინესოტა ტიმბერვულვზის” გამთამაშებელი მო უილიამსი აღიარეს.

გასულ კვირას ატლანტელებმა 4-დან 3 მატჩი მოიგეს, ჰორფორდის საშუალო მონაგარი კი 21.7 ქულა, 8.0 მოხსნა და 6.3 პასი იყო. თავის მხრივ, უილიამსი საშუალოდ 3.3 ქულას და 6.3 პასს აგროვებდა, მისმა გუნდმა კი 3 შეხვედრიდან 2-ში იმარჯვა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას ბისმაკ ბიიომბო (“შარლოტი”), ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), ბრენდონ ჯენინგსი (“დეტროიტი”), სტეფან კარი (“გოლდენ სტეიტი”), მეტ ბარნსი, ბლეიკ გრიფინი (ორივე – “კლიპერსი”), ზაკ რენდოლფი (“მემფისი”) და კრის ბოში (“მაიამი”) აცხადებდნენ.

0.110319