სხვა

13:09 | 20.01.2015 | ნანახია 1613 - ჯერ

ორივე დამარცხდა

ჰაცუ ბაშოს მე-10 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. როგორც ტოჩინოშინმა, ასევე გაგამარუმ მარცხი განიცადეს.

მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ლევან გორგაძე კომუსუბი ტაკაიასუს გაეჯიბრა და იორიკირით წააგო. შედეგად, ტოჩინოშინი მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ლევანს დადებითი ბალანსისთვის (კაჩი-კოში) დარჩენილი ხუთივე ბრძოლის მოგება სჭირდება, თორემ წოდებაში დაქვეითება არ ასცდება.

შეგახსენებთ, რომ გორგაძე ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირზე დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯება, მისი მაჩვენებელი კი 3 მოგება და 7 მარცხია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე სეკივაკე იჩინოჯო იქნება.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში 8 გამარჯვების ფონზე მე-2 მარცხი შეემთხვა დასავლეთის მე-2 ნომერ გაგამარუს. თეიმურაზ ჯუღელმა დასავლეთის მე-8 ნომერ კაგაიაკისთან ოშიდაშით წააგო და აღმოსავლეთის მე-3 ნომერ კიტატაიკის ერთპიროვნულად გალიდერების შანსი მისცა. ამ უკანასკნელის აქტივში 9 მოგებაა.

მე-11 საშეჯიბრო დღეს გაგამარუს მაკუუჩიში ასპარეზობის პატივი ექნება და ძალებს დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ჩიომარუსთან მოსინჯავს.

დასასრულ, ისიც ვთქვათ, რომ “იმპერატორის თასის” დასაკუთრების საუკეთესო შანსი მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს გააჩნია, რომელსაც 10-ვე ბრძოლა მოგებული აქვს. “თეთრ ფენიქსს” 1 გამარჯვებით ჩამორჩება მისივე თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯი.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:55 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

ღიპუცა გამოძვრა კადობანედან.

12:52 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

გოეიდოს მაგარი დარხეული აქვს. აი აოიამა რას ინდომებს მაკე-კოში რო აიცილოს

12:50 | 21.01.2015
meleksa (1841)

მისცენ ეს თასი ამ ჰაკუჰოს პირდაპირ, რაღას აწვალებენ ამ კაცს

12:52 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

ჰაკუჰო 1-აც ეცდება ისევ ზედიზედ 70 მოგების აღებას
დანარჩენი ყველაფერს მიაღწია და DDDDDDDDDD

12:58 | 21.01.2015
meleksa (1841)

ძალით იოკოძუნები არიან დანარჩენები, თითოჯერ მოიგეს ბაშო და იოკოძუნები გახადეს ეგრევე.

15:18 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

ჰარუმას ეკუტვნოდა იოკოძუნობა, უბრალოდ ჰენკას რო კადრულობს ეგ ტეხავს

14:50 | 21.01.2015
Linkin Park (302)

ჰარუმაფუჯის დამსახურბულად აქ იოკუძუნას ტიტული. 6 იუშო ცოტა არაა. თან 14-1 ნაკლებით არცერთი არ აქ მოგებული

22:46 | 21.01.2015
meleksa (1841)

რაც იოკოძუნა გახდა მაგის მერე აღარ არის ძველებურად მოტივირებული.

13:46 | 23.01.2015
Linkin Park (302)

რაც იოკუძუნა გახდა 2 იუშო აქ მოგებული. ჰაკუჰოს ეპოქაა და რაც გამოსდის აკეთებს და ყველა ჰაკუჰო და ასაშორიუ ვერ იქნება

12:48 | 21.01.2015
meleksa (1841)

წინა პოსტებშიც ვწერდით სისწრაფე და ფსიქოლოგიის პრობლემა აქვს ტოჩისო და უცბად გუჯა კახაძე გამახსენდა, დაუღლელად სირბილი და ულევი ენერგიაო... ხოდა სკაიპით რომ ჩაუტაროს ვარჯიშები უშველის ვითომ? თუ სუმოისტებს ვერ ავარჯიშებს ეგ?

12:50 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

ტოჩის სირბილი კი არა მოქნილობა უნდა

12:57 | 21.01.2015
meleksa (1841)

იქნებ ეგეც შეუძლია?!

15:18 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

რავი აბა

12:40 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

ხვალ ტოჩI კაისეის ხვდება და წესით ქე უნდა აჯობოს ბრაზილიელს, ისიც ვერაა ფორმაშI. ოჰ ტოჩი ტოჩი, ენდოსთან არ უნდა წაგეგო.

12:38 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

აჯობა ტოჩიმ იჩIნოჯოს, თან რა მაგარი ილეთით ))))

12:34 | 21.01.2015
Buratino (3505)

ყოჩარ, ტოჩი! ცოტა შვება ვიგრძენი და მცირე, თუმცა მაინც შანსი გაჩნდა (კაჩი-კოშის)

12:34 | 21.01.2015
meleksa (1841)

დღეს ჰაკუჰო წააგებს მგონი :P

12:33 | 21.01.2015
meleksa (1841)

საღოლ ტოჩი, საღოლ უჩიმუსო რა ილეთია მაგრად მაინტერესებს, ერთი დაიდოს ვიდეო დროულად

12:39 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

აი აქ არის მაგ ილეთის აღწერა
0?'>http://www.japan-sumo.ru/forum/viewtopic.php?p=37033#p37033':'>http://www.japan-sumo.ru/forum/viewtopic.php?p=37033#p37033'))

12:49 | 21.01.2015
meleksa (1841)

უცნაური რამე ჩანს

12:50 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

ჰო, მიმოხილვას დავუცდი, მაინც გამეხარდა რომ ტექნიკური ილეთით იმარჯვა.

13:01 | 21.01.2015
meleksa (1841)

ისე გაგას არის მაგარი, უმეტასად იორიკირით იგებს მარა ისეთი ილეთებით აგებს ხოლმე რომ მგონი იაპონელებსაც აღარ ახსოვთ უკვე

15:15 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

მოუხშიროს ნეტა

12:27 | 21.01.2015
meleksa (1841)

იქნებ მოიგოს დღეს და არ ჩამოყაროს ყურები, იჩინოჯოც ვერ არის ფორმაში.

12:02 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

გაგამ წააგო სამწუხაროდ დღეს.

11:50 | 21.01.2015
meleksa (1841)

ლაივს უყურებთ ვინმე სადმე? ლინკი დადეთ რაა

11:24 | 21.01.2015
ალექსანდრე (6188)

ვერ არის ჯანზე, თითქოს გადაღლილი ჩანს. იმედია ძალიან არ ჩააგდებს იანვრის ბაშოს.

19:51 | 20.01.2015
meleksa (1841)

დღეს ტოჩიმ კიარ იჭიდავა იმენა ეძინა რააა. ძალიან ზანტია ტიპი და ეგაა მაგის ყველაზე დიდი მინუსი.

18:01 | 20.01.2015
BEERTRANCE (97819)

ამ იჩინოჯოს 1-ელ დამარცხება მოახერხა, იქნებ ხვალაც შეძლოს.

19:36 | 20.01.2015
meleksa (1841)

თუ ჩამოყარა ყურები მე ვიცი რასაც მოახერხებს. ენდოსთანაც არუნდა წაეგო ამას.

10:19 | 21.01.2015
BEERTRANCE (97819)

1 ფსიქოლოგი ჭირდება რა რო განაწყოს სათანადოდ, მეც მაგის მეშინია რომ ყურები აქვს ჩამოყრილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142389
სარეკლამო ადგილი - 99
X x X