საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე “ცხნივალი” დავით იმედაშვილით და ნიკოლოზ ჯიშკარიანით გაძლიერდა.
24 წლის ჯიშკარიანი ამპლუით მარცხენა მცველია და პირველ წრეში ლანჩხუთის “გურიაში” გამოდიოდა, სადაც 9 მატჩი ჩაატარა. 30 წლის იმედაშვილს თამაში როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში შეუძლია. ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი მან ბოლნისის “სიონში” გაატარა, სადაც 5 შეხვედრაში მონაწილეობდა.
“ცხინვალში” ვარჯიშობენ ზურაბ გელაშვილი, ვახტანგ ბაჩიაშვილი, ზურა მალანია, მამია ჟვანია და თენგიზ მაკასარაშვილი, რომელთა გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი მალე გაირკვევა.