ფეხბურთი

11:42 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარმა” პატრიკი “პალმეირასში” გაანათხოვრა

დონეცკის “შახტარმა” ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ალან პატრიკი ამჯერად “პალმეირასში” გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ ამერიკული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

23 წლის ფეხბურთელი ბრაზილიურ კლუბში წლის ბოლომდე ითამაშებს. პატრიკი დონეცკელებმა 2011 წლის ზაფხულში “სანტოსისგან” 4 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდეს. ბრაზილიელი უკრაინულ გრანდში 2 სეზონი თამაშობდა და მას შემდეგ ორჯერ “ინტერნაციონალში” იყო განათხოვრებული.

ბრაზილიელმა “შახტარის” რიგებში ჯამში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. “სანტოსში” მისი მონაგარი 28 მატჩში 5 გოლია, ხოლო “ინტერნასიონალში” - 29 შეხვედრა, 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.

0.123065