ბრიტანული მედიის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების და “ვალენსიას” მცველი ნიკოლას ოტამენდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ღამურების” რიგებს არ დატოვებს.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა ინგლისურმა კლუბმა ესპანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 27 მილიონი გირვანქა შესთავაზა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელისადმი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “არსენალი” იჩენენ.
ოტამენდი ვალენსიელებს 2014 წლის ზაფხულში “პორტუდან” შეუერთდა. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში 26 წლის მცველმა სულ 18 შეხვედრა ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.