ფეხბურთი

11:05 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ მაკაროვის მემორიალზე კიდევ ორჯერ ითამაშა

“ზესტაფონის” ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ, რომელიც დონეცკის “ოლიმპიკში” ისინჯება, უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე გუნდში კიევში მიმდინარე მაკაროვის მემორიალზე კიდევ ორი მატჩი ჩაატარა.

დონეცკელებმა ჯერ პირველი ლიგის კიევის “დინამო 2”-ს 1:0 აჯობეს, ხოლო შემდეგ მეორე ლიგის კიევის ცსკა 2:0 დაამარცხეს.

20 წლის ქართველმა ფორვარდმა “დინამო 2”-თან პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო ცსკა-სთან ასევე სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.

“ოლიმპიკის” რიგების სასტარტო შემადგენლობის მეკარე ზაურ მახარაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა დინამოელებთან ითამაშა, ცსკასთან კი დაასვენეს.

0.126878