კალათბურთი

23:22 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტინი კიდევ 10 დღით

“მილუოკი ბაქსმა”, რომლის რიგებში ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულიაც ირიცხება, ვეტერან ფორვარდ კენიონ მარტინთან კიდევ ერთი 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ამერიკელმა კალათბურთელმა “ბაქსის” მაისური 3-ჯერ მოირგო და საშუალოდ 5.1 წუთში 2.0 ქულას და 1.0 მოხსნას აგროვებდა.

მარტინი ფაჩულიას თანაგუნდელი 9 იანვარს გახდა.

0.114762