ფეხბურთი

22:00 | 19.01.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“დორტმუნდი” მირალაშსა და ტურეს აკვირდება

გერმანული “დორტმუნდი” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას აპირებს და რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება.

ლასანა დიარაზე დაინტერესების შესახებ უკვე ვწერდით. მის გარდა, მიმდინარე ბუნდესლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი ტომას ტურეთი (“ბორდო”) და კევინ მირალაშით (“ევერტონი”) ინტერესდება.

მირალაშს “ევერტონთან” მოქმედი ხელშეკრულება 18-თვეში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რადგან ისეთ კლუბში სურს წასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 10 მილიონი ფუნტია.

21 წლის ტურეს “ბორდოსთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ეწურება და გერმანულ კლუბს მისი იაფად გაფორმება შეუძლია.

0.143917