ფეხბურთი

19:15 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა “დნიპროს” გოლით შეეწია

დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელშიც ჯაბა კანკავა გამოდის, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შეკრებაზე ტაშკენტის “ლოკომოტივი” 4:0 დაამარცხა და ერთი გოლი ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თავი მეორე ტაიმში გამოიჩინა.

“დნიპრომ” შეკრებაზე ზედიზედ მეორე მატჩი ითამაშა და 18 იანვარს გამართულ პირველ სპარინგში ავსტრალიურ “მელბურნ სიტის” დაუზავდა – 1:1. კანკავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112622