სუპერლიგის მონაწილე “შსს აკადემიამ” ათდღიანი შეკრება დაასრულა, რომელიც სამთო კურორტ ბაკურიანში გაიარა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის ერთ-ერთმა თანაშემწე გიორგი ნიკოლაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ “შსს აკადემიამ” მიმდინარე 24-ე ჩემპიონატი კარგად დაიწყო და პირველი წრის შემდეგ ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოს” ერთი ქულით ჩამორჩება.