ფეხბურთი

17:26 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” ზუგდიდში “ლაზიკას” აჯობა

2015 წელს ფოთის “კოლხეთმა” პირველი სპარინგი სტუმრად ზუგდიში პირველი ლიგის “ლაზიკასთან” ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.

“კოლხეთის” მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ძაგანია (ხვიჩია, 80), თედო კაკულია, თევზაძე, ჩადუნელი (გურან გურეშიძე, 46), ლ.კაკულია (ბეჩეხია, 46), ჩაკვეტაძე, შენგელია (ნარსია, 65), გიგაური (გაბისკირია, 60), ჟიშკარიანი (სიჭინავა, 46), გუგუშვილი (გვალია, 46), ქორჩილავა.

მატჩში ანგარიში ფოთელებიდან ლევან შენგელიამ 21-ე წუთზე გახსნა, 25-ეზე ჭკადუამ თანაფარდობა აღადგინა. 72-ე წუთზე თავი ლაშა გვალიას ძმამ თორნიკე გვალიამ გამოიჩინა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, ხოლო 78-ეზე წერტილი ასევე პენალტით სიჭინავამ დასვა.

21 იანვარს “კოლხეთი” ამხანაგურ მატჩს სტუმრად “ზუგდიდთან” ჩაატარებს. 23 იანვარს მარტვილში ადგილობრივ “მერანთან” ისპარინგებს. 25 იანვარს ქობულეთში ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება. 29 იანვარს ფოთელები თურქეთში ორკვირიან შეკრებაზე გაემგზავრებიან, სადაც ხუთ ამხანაგურ თამაშს გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.171244