ფეხბურთი

16:27 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოსტინი გახანგრძლივებას არ ჩქარობს

ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერსი” ჩარლი ოსტინს ახალ კონტრაქტს სთავაზობს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.

25 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და 13 გატანილი გოლით პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. მისით რამდენიმე კლუბი უკვე დაინტერესდა, ამიტომაც ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ოსტინის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა. ისინი ჩარლის კვირაში 60000 ფუნტს სთავაზობენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ფორვარდი ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს, რადგან მის გუნდს ჩემპიონშიფში დაქვეითება ემუქრება, რაც მის გეგმებში არ შედის.

სავარაუდოდ, ოსტინის საკითხი ზაფხულში გადაწყდება.

0.12984