ფეხბურთი

15:30 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეკემბერში ნუნუ და ვიეტო გამოარჩიეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგაში დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელა.

თვის საუკეთესო მწვრთნელის წოდება “ვალენსიას” თავკაცს ნუნუ ესპირიტო სანტოს ერგო, რომლის გაწვრთნილმა გუნდმაც დეკემბერში 3 შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონატში 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო ესპანეთის თასზე “რაიო ვალეკანოს” გაგდება მოახერხა. მიმდინარე სეზონში ნუნუ თვის საუკეთესო მწვრთნელად მეორედ დაასახელეს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული ჯილდო სექტემბერშიც დაიმსახურა.

საუკეთესო ფეხბურთელად “ვილიარეალის” ახალგაზრდა თავდამსხმელი ლუსიანო ვიეტო დაასახელეს, რომელმაც დეკემბერში 3 შეხვედრა ჩაატარა ლა ლიგაში და 3 გოლი გაიტანა.

0.157742