მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი სერბი ანა ივანოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, რეიტინგის 142-ე ნომერ ჩეხ ლუსი ჰრადეცკასთან სენსაციურად დამარცხდა (6:1, 3:6, 2:6).
მატჩი საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ანას პირველი მარტივად მოგებული სეტის შემდგომ, კვალიფიკაციიდან გადმოსულმა ჩოგბურთელმა ასევე მარტივად მოიგო მომდევნო ორი სეტი. ანამ 2 ეისი მოაწოდა, მაგრამ 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ლუსიმ 6 ეისი ჩააწოდა და ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ავსტრალიის ღია პირველობაზე 2003 წლის შემდეგ ტოპ 5-ის მოთამაშეს პირველსავე რაუნდში არ წაუგია. 12 წლის შემდგომ, ივანოვიჩი მსოფლიოს რეიტინგის მეხუთე ნომერი, პირველივე წრეში დამარცხდა.