ფეხბურთი

14:09 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოზაშვილი “ცხინვალში” ითამაშებს

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ნახევარმცველი თეიმურაზ მარკოზაშვილი კარიერას ცხინვალის “ცხინვალში” გააგრძელებს.

20 წლის ფეხბურთელმა ცხინვალელთა რიგებში უკვე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა, რომელშიც კახა კაჭარავას შეგირდებმა რუსთავის “მეტალურგი” 4:0 დაამარცხეს. სპარინგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გაიმართა.

მარკოზაშვილი “ტორპედოში” 2011 წლიდან ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველ წრეში მან ქუთაისელთა რიგებში 9-ჯერ ითამაშა.

0.128938