ფეხბურთი

11:40 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ შეკრებაზე არველაძეს მოუგო

ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე წვრთნის, თურქულ შეკრებაზე “ქასიმფაშა”დაამარცხა, სადაც მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძე მუშაობს.

ცხადაძის შეგირდებმა 3:1 გაიმარჯვეს და მატჩში მესამე გოლი თბილისის “დინამოს” ყოფილმა ნახევარმცველმა ესპანელმა მიკელ ალვარომ გაიტანა.

“ინტერში” ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ის დაშავდა და სავარაუდოდ ერთ თვეს გამოტოვებს. ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე ტრავმირებულია და ამიტომ, ზედიზედ მეორე სპარინგი გამოტოვა.

0.113366