ფეხბურთი

3:15 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1 სენსაციების გარეშე

საფრანგეთის ლიგა 1-ში 21-ე ტური დასრულდა. პარიზში “პარკ დე პრენსზე” ლორან ბლანის გუნდმა საკუთარ მოედანზე 4:2 დაამარცხა “ევიანი.” გამარჯვებულის ვინაობა დასკვნით ნახევარ სააათში პასტორესა და კავანის გოლებმა გაარკვია.

პსჟ 21 ტურის შემდეგ 41 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო “ევიანი” 20 ქულით მე-18 ადგილზეა.

გასულ ტურში “მონპელიესთან” მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა მარსელის “ოლიმპიკმა.” ბიელსას გუნდმა ანგარიში 84-ე წუთზე გახსნა, ლემინას გოლს ხუთ წუთში ჟინიაკის გოლი მოჰყვა. ორბურთიანი ჩამორჩენა გურვენეკის მოთამაშეებმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეამცირეს, როცა ბივუმ თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

“რენისა” და “სენტ ეტიენის” მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა. “სენტ ეტიენი” მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო “რენი” მე-9 პოზიციაზეა.

პსჟ – ევიანი 4:2 (2:1)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პსჟ: სირიგუ, მაქსველი, სილვა, ლუიზი, ვან დერ ვილი, მატუიდი (კავანი 69), მოტა, პასტორე (რაბიო 85), ვერატი, ლუკასი (ლავეცი 80), იბრაჰიმოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ბლანი

ევიანი: ლეროი, ვასი, აბდალაჰი (რამირესი 80 ), საბალი, სორლინი, ბარბოსა (კამუსი 78), კამბონი, ტეიედა, ბენეზეტი (სუგუ 67), ნ’სიკულუ, ტომასონი

მთავარი მწვრთნელი: დუპრაზი

გოლები: 0:1 ბარბოსა (14), 1:1 ლუიზი (30), 2:1 ვერატი (38), 2:2 ვან დერ ვილი (ავტოგოლი 63), 3:2 პასტორე (74), 4:2 კავანი (89)

მთავარი მსაჯი: ვარელა

გაფრთხილება: ვერატი (60), პასტორე (63), ტომასონი (77), ლუიზი (81)

რენი – სენტ ეტიენი 0:0

რენი, “დე ლორიენი”

რენი: კოსტილი, დანზე, არმანდი, მექსერი, მორეირა, ფერნანდესი, ბრულსი, ანდრე (პაიო 60), ენრიკე (ჰაბიბუ 75), დუკურე, ტოივონენი (პრჩიჩი 84)

მთავარი მწვრთნელი: მონტანიე

სენტ ეტიენი: რუფიე, პერინი, სალი, კატერინი, კლემენტი, ტაბანუ, ლემოინე, ჰამუმა, მონე-პაკე, ერდინკი (ვან ვოლფსვინკელი 66), მოლო (ნ’გუემო 73)

მთავარი მწვრთნელი: გალტიე

მთავარი მსაჯი: სტეფან ლენო

გაფრთხილება: ფერნანდესი (29), მოლო (30)

მარსელი – გენგამი 2:1

მარსელი, “სტად ველოდრომი”

მარსელი: მანდანდა, მორელი, ფანი, ჯა ჯეჯე, მენდი, რომაო (ლემინა 75), ალესანდრინი (ბათშუ 46), იმბულა, ტოვინი (ალოე 87), პაიე, ჟინიაკი

მთავარი მწვრთნელი: ბიელსა

გენგამი: ლოსლი, იაკობსენი, სორბონი, ანგუა, კერბრატი, ლევექუ, დიალო, სანჰარე (ალუი 86), ჟირესი (სალიბური 86), ბივუ, პაიე

მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი

გოლები: 1:0 ლემინა (84), 2:0 ჟინიაკი (89), 2:1 ბივუ (თერთმეტმეტრიანი 90+2)

მთავარი მსაჯი: ვილფრიდ ბიენი

გაფრთხილება: ანგუა (17), ჯა ჯეჯე (22), მორელი (72)

გაძევება: ფანი (90+1)

0.116446