ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტური გრანდებისთვის წარმატებული გამოდგა და ლა ლიგის მოგების სამივე მთავარმა ფავორიტმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
დღის პირველი შეხვედრა “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” გაიმართა, მადრიდულ დერბიში “ხეტაფე” “რეალს” მასპინძლობდა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი გაძლეს და გასახდელში გუნდები უგოლოდ გავიდნენ, თუმცა მეორე ტაიმში “რეალმა” უფრო შეუტია და 63-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ ბენზემას გადაცემის შემდეგ ანგარიში გახსნა. გაშვებულმა გოლმა მასპინძლები გატეხა და ოთხ წუთში ბეილისგან მეორეც გაუშვეს, ხოლო 79-ე წუთზე რონალდუმ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.
მადრიდის “ატლეტიკომ” შავ დღეში მყოფ “გრანადას” უმასპინძლა და 3 ქულის მოპოვება მოახერხა. “როხიბლანკომ” ანდალუსიურ კლუბს თითო გოლი გაუტანა ორივე ტაიმში და ერთი დღით დაკარგული მე-3 ადგილი დაიბრუნა. პირველ ნახევარში მარიო მანძუკიჩმა ზუტად შეასრულა პენალტი, ხოლო 88-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რაულ გარსიამ გაიტანა – 2:0.
გრანდებთაგან ყველაზე იოლად “ბარსელონამ” იმარჯვა, რომელმაც გასვლაზე გაანადგურა “დეპორტივო”. ახლო წარსულში “რიასორი” გრანდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული არენა გახლდათ, საიდანაც არაერთხელ დაბრუნებულან მსოფლიო ფეხბურთის ბობოლები გაწბილებულნი, თუმცა ეს დრო რამდენიმე წელია წარსულს ჩაბარდა. კატალონიელებმა გალისიელები ძალიან ადვილად დაჩაგრეს და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ჰეთ-თრიკი შეასრულა არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ, ხოლო შეხვედრის ბოლოს სიდნეიმ ავტოგოლი გაიტანა – 0:4.
“სევილიამ” ანდალუსიურ დერბიში კარლოს ბაკასა და დენის სუარესის გოლებით მოუგო “მალაგას” და მე-4 პოზიცია დაიბრუნა.
ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო “ელჩემ” და გასავარდნი ზონიდან ამოძვრა. ფრან ესკრიბას გუნდმა შინ “ლევანტე” მიიღო და ჯონათასის გოლით დაამარცხა. სტუმრები დავიდ ნავაროს გაძევების გამო თითქმის მთელი შეხვედრა კაცნაკლულნი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა პენალტის გამოყენება ვერ შეძლო. პირველ ნახევარში ფაჟრიმ ვერ მოახერხა გატანა, ხოლო 72-ე წუთზე გარსიამ დააღალატა სტუმრები.
ხეტაფე – რეალი 0:3 (0:0)
მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა, ველაზკესი, ნალდო, ალექსისი, ნალდო, ხუან როდრიგესი, დ.კასტრო, სარაბია (ჰინესტროზა 56), სამირი (ფელიპი 83), ლეონი (იოდა 74), ვაზკესი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი, ვარანე, კარვახალი, მარსელო (ნაჩო 82), კროოსი (ილარამენდი 82), ხამეს როდრიგესი, ისკო (ხედირა 78), ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1;0:3 რონალდუ (63;79), 0:2 ბეილი (67).
გაფრთხილებები: ლაგო, ველაზკესი – კროოსი, ხამეს როდრიგესი
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 6(0)-24(9), ჯარიმა: 19-10, კუთხური: 7-8, თამაშგარე: 2-2, სეივი: 6-0
ატლეტიკო – გრანადა 2:0 (1:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-2): მოია, გოდინი, ხ.ხიმენესი, ხუანფრანი, სიკეირა, გაბი, მ.სუარესი, თურანი (რ.ხიმენესი 91), კოკე, მანძუკიჩი (რ.გარსია 84), ფ.ტორესი (გრიზმანი 59).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გრანადა (4-2-3-1): ოლაზაბალი, ბაბინი, მაინცი, ნიომი, სისოკო (ფოლქიერი 63), იუსტე, იტურა, ბანგურა (ხ.კარლოსი 75), პიტი, რ.იბანიესი (ისააკი 78), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსება აგუარდო
გოლები: 1:0 მანძუკიჩი (34 პენ.), 2:0 რ.გარსია (88).
გაფრთხილებები: გაბი, მ.სუარესი, მანძუკიჩი – ბანგურა, სისოკო, ნიომი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 12(3)-5(1), ჯარიმა: 17-16, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 4-0, სეივი: 1-1
დეპორტივო – ბარსელონა 0:4 (0:2)
ლა-კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, ხუანფრანი, ლუისინიო, მედუნჯანინი (ლ.პერესი 79), ბერგენტინოსი, კავალიერო (ხ.როდრიგესი 46), კუენკა, ხ.დომინგესი, რიერა (ტოჩე 63).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი (ბარტრა 66), ინიესტა (რაფინია 66), რაკიტიჩი, ნეიმარი (პედრო 70), სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1;0:2;0:3 მესი (10;33;62), 0:4 სიდნეი (83 ს.კ.).
გაფრთხილებები: რიერა, ტოჩე – ბარტრა, ალვეში
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 32%-68%, დარტყმა: 7(2)-14(6), ჯარიმა: 14-7, კუთხური: 2-4, თამაშგარე: 2-4, სეივი: 2-2
სევილია – მალაგა 2:0 (1:0)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ბეტო, კარისო, კოლოდიეჩაკი, ფ.ნავარო, ფიგეირაში, იბორა, კრიშოვიაკი, ბანეგა (დ.სუარესი 60), რეიესი, დეულოფეუ (გამეირო 70), ბაკა (ასპასი 80).
მწვრთნელი: უნაი ემერი
მალაგა (4-2-3-1): კამენი, მ.ტორესი, ანხელერი, როსალესი, არტუნეში, დარდერი, რესიო, დუდა (გერა 58), კასტილიეხო (ხუანმი 58), სამუელი (ლ.ალბერტო 78), ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლები: 1:0 ბაკა (36), 2:0 დ.სუარესი (68).
გაფრთხილებები: კრიშოვიაკი, რეიესი, იბორა, ბეტო – რესიო
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 10(7)-12(2), ჯარიმა: 14-18, კუთხური: 3-1, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-5
ელჩე – ლევანტე 1:0 (1:0)
ელჩე, “მარტინე ვალერო”
ელჩე (4-4-1-1): ტიტონი, პელეგრინი, როკო, დ.სუარესი, სისმა, ა.გონსალესი, პასალიჩი (გალვეზი 79), ა.ნიგუეზი (ა.ხიმენესი 66), ვ.როდრიგესი (კორო 82), ფაჟრი, ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესრიბა
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო, ვინტრა, დ.ნავარო, ი.ლოპესი, ხუანფრანი, სიმაო (ივანშიცი 80), კამარასა, ელ ჟარი (რ.მარტინსი 76), რ.გარსია (ხუმეტრა 76), მორალესი, კასადედუსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გოლები: 1:0 ჯონათასი (12).
გაფრთხილებები: როკო, დ.სუარესი, ა.გონსალესი – ვინტრა, კამარასა, სიმაო
გაძევება: დ.ნავარო (6).
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 15(6)-9(2), ჯარიმა: 18-11, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-5
21-ე წუთზე ფაჟრიმ ვერ გაიტანა პენალტი, ხოლო 72-ზე რ.გარსიამ.
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 19. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 12. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10.