ჭადრაკი

1:07 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა კარლსენთან დამარცხდა

ვეიკ ან ზეეს პრესტიჟული ტურნირის მე-8 ტურში ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2727) მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე მაგნუს კარლსენს (2862) თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.

შედეგად, ჯობავა 1.5 ქულით 14 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე დარჩა, კარლსენმა კი ზედიზედ მე-5 (!) გამარჯვება იზეიმა და 6.0 ქულით ერთპიროვნული ლიდერი შეიქმნა.

ნორვეგიელს 0.5 ქულით 3 მოჭადრაკე ჩამორჩება: უესლი სო (აშშ, 2762), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (საფრანგეთი, 2757) და ლირენ დინი (ჩინეთი, 2732).

ჰოლანდიურ ტურნირზე დღეს შესვენებაა, მე-9 ტურის პარტიები კი 20 იანვარს ჩატარდება და ჯობავა შავებით სომეხ ლევონ არონიანს (2797) ეთამაშება.

0.220594