კალათბურთი

23:01 | 18.01.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ჯანელიძის “როზეტომ” ლიდერი დაამარცხა

გიგა ჯანელიძის “როზეტომ“ იტალიის რანგით მე-3 ლიგაში მე-6 მატჩი მოიგო და მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ როზეტოელებმა ჩემპიონატის ლიდერ “ტრევიზო ბასკეტს” სძლიეს და თანაც, გასვლით შეხვედრაში.

ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 27 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიგამ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მოედანი კი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.

როზეტოელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი დერიკ ჯეკსონი იყო, რომელმაც 31 წუთში 30 ქულა ჩააგდო. ქართველი კალათბურთელის კლუბს მომდევნო თამაში 22 იანვარს, შინ, “ტორტონასთან” ელით.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:39 | 04.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

რაულიც როა სიაში ასწორებს

10:22 | 04.03.2016
CR7NOLE (15561)

კლაუდიო ნადირია

23:04 | 03.03.2016
Borxa (8)

giomebo-ღორის გრიპი

22:47 | 03.03.2016
giomebo (1190)

ჩვენებს რა ჭირთ 16 და 36 წლის ასაკს ვინ ჩივის 26 წლის ასაკშიც არაფრად რომ არ ვარგიან?!

01:50 | 04.03.2016
mushni (93569)

ღორის გრიპიოDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065704