ფეხბურთი

15:36 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ასტონ ვილა” შეიძლება აზერბაიჯანულმა კომპანიამ შეიძინოს

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “ასტონ ვილამ” შესაძლოა მესაკუთრე შეიცვალოს. ბირმინგემული კლუბის ახალი მფლობელი სავარაუდოდ აზერბაიჯანული კომპანია Gilan Holding გახდება, - აღნიშნულ ინფორმაციას Azerisport.com ავრცელებს.

“ასტონ ვილას” ამჟამინდელი მფლობელი ამერიკელი მილიარდელი ლენდრი ლერნერი კლუბის გაყიდვას აპირებს. “ასტონ ვილას” ღირებულება დაახლოებით 250 მილიონ გირვანქას შეადგენს.

მიმდინარე სეზონში “ასტონ ვილას” 5 მოგება 7 ფრე და 10 წაგება აქვს. კლუბი 22 ქულით მე-14 ადგილზეა.

0.13185