ფეხბურთი

14:48 | 18.01.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ახალი ლოგო ცხინვალის “ცხინვალს”

სოციალურ ქსელში ცხინვალის “ცხინვალის” ოფიციალურმა გვერდმა მორიგი სიახლე აცნობა გულშემატკივარს. კლუბის ლოგომ სახე იცვალა. ლოგოზე უცვლელი დარჩა ავაზა, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილმა მე-18 საუკუნეში ოსეთის სამთავროს მიანიჭა. ახალ გერბზე გამოსახულ ავაზასა და ბურთის ფონზე საქართველოს დროშაა გამოსახული.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით ცხინვალის “ცხინვალის” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელდა ინფორმაცია კლუბის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. ასე რომ კლუბის ძველი სახელწოდება ცხინვალის “სპარტაკი” წარსულში დარჩა.

0.065176