ფეხბურთი

14:41 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” გამეიროთი დაინტერესდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ლივერპული” განაგრძობს შემადგენლობის გაძლიერების გზების ძიებას და “მერსისაიდელთა” სამიზნე ესპანური “სევილიის” ცენტრალური ფორვარდი ფრანგი კევინ გამეიროა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენს შესთავაზებენ ინგლისელები ანდალუსიელებს. პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს. “დალაქებმა” თავდამსხმელის სანაცვლოდ პარიზელებს 2013 წლის ზაფხულში 7.5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

გამეირო წინა სეზონის (49 მატჩი, 21 გოლი, 4 საგოლე გადაცემა) მსგავსად წელსაც კარგად ასპარეზობს. 2014/15 წლების სათამაშო პერიოდის ნახევარი უკვე გასულია და ფრანგმა “სევილიის” მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 3-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა. შედეგიანობის გათვალისწინებით ანდალუსიელები “წითლებს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონზე მეტსაც მოსთხოვენ.

0.124162