ფეხბურთი

14:36 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “ტორესს და მანჯუკიჩს თავდასხმის გასაძლიერებლად გამოვიყენებ”

ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ტორესზე, მანჯუკიჩზე და “გრანადასთან” ჩასატარებელ მატჩზე ისაუბრა.

“ტორესი და მანჯუკიჩი მწვავე შეტევების დროს კარგად თამაშობენ. ადრეც ვთამაშობდი 2 თავდამსხმელით, მაგალითად ფალკაოთი და დიეგო კოშტათი, შემდეგ კოშტათი და ვილათი. “გრანადასთან” მატჩში 2 თავდამსხმელი გვეყოლება. რათა მეტოქეს მწვავედ შევუტიოთ. “გრანადამ” მწვრთნელი დაკარგა, ისინი ეცდებიან თავისი საუკეთესო მხარები გამოავლინონ. მათ მაღალი ტემპი უნდა შევთავაზოთ”, - სიმეონეს სიტყვებს Goal.com ციტირებს.

პრიმერა დივიზიონის მე-19 ტურის მატჩი “ატლეტიკო” “გრანადა” დღეს თბილისის დროით 20: 00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109433