კალათბურთი

13:25 | 18.01.2015 | ნანახია 1170 - ჯერ

სანიკიძეს ისევ არ ენდობიან

ქართველმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ ყაზანის “უნიკსის” მწვრთნელ ევგენი პაშუტინის გული ვერაფრით მოიგო. ვთბ-ლიგის ეგიდით გამართულ რუსულ დერბიში, რომელშიც ყაზანელები სარატოვში “ავტოდორთან” 69:87 განადგურდნენ, ვიკას მხოლოდ 02:50 წუთი დაუთმეს.

აღნიშნულ დროში ქართველმა ფორვარდმა 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, აქტივში კი 1 მოხსნა და 1 დაფარება ჰქონდა.

“უნიკსის” რიგებში 16-16 ქულით ამერიკელი ლეგიონერები ჯეიმს უაიტი და კიტ ლენგფორდი გამოირჩნენ, მასპინძლებს კი უკრაინელა ცენტრმა კირილ ფესენკომ ულიდერა – 23 ქულა, 16 მოხსნა.

ისიც ვთქვათ, რომ სანიკიძის არყოფნაში, რომელიც ფარზე ბრძოლისას გამორჩეულია, სტუმრები მოხსნებში 27:54 (!) განადგურდნენ, ანუ ამ კომპონენტში მეტოქეს ზუსტად 2-ჯერ ჩამორჩნენ, რაც ძალიან იშვიათად ხდება.

“უნიკსი” 9 მოგებით და 5 მარცხით ვთბ-ლიგაში მე-5 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი 25 იანვარს მანუჩარ მარკიშვილის ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს.

მანამდე, 21-ში ყაზანელები ევროთასის ეგიდით კიდევ ერთ რუსულ კლუბ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” დაუხვდებიან.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:07 | 19.01.2015
Zura Basilashvili (292)

ჭკუა ვერ ისწავლა ამ ხალხმა რაა ! რას ეტენებიან ამ ღორუსეთში ? ვინმე ქართველი გაახარეს საერთოდ მაგათმა ??

23:51 | 18.01.2015
პანტელეიმონი (4347)

ვიკა, არ უნდა წასულიყავი მაგ ღორებში, რამენაირად უნდა შეძლო და ფორმა არ უნდა დაკარგო, შენ მაგრათ ჭირდები საქართველოს.

17:14 | 18.01.2015
eke99 (1362)

პაშუტინის დედა..................................................... ვინაა ეს დებილი ესა .ტფუი რა. ვიკას სკამზე ჯდომა როგორ შეიძლება ((((((((((((

14:29 | 18.01.2015
ragby 4ever (367)

აუ პროსტა რა ჩამოსხმული პიტალოა ეს პაშუტინი, სუფთა შიბაქი, რა კალათბურთელები ყავს და რა გუნდებთან აგებს, ვუყურე გუშინ ამ თამაშს და ფესენკომ იმენა დედა აუფეთქა უნიქსს, ტიპი ვერაფრით ვერ გააჩერეს, თავის აცილებულებსაც თვითონვე ხსნიდა, ფარზე საერთოდ არ გააკარეს უნიქსი, ამ დროს კი ვიკა სკამიდან არ წამომდგარა მთელი თამაში, დარწმუნებული ვარ მაგ პაშუტინსაც მალე დაიქნევენ უნიქსიდან და იმედია შეიცვლება ვითარება სანიკიძის სასარგებლოდ. არადა მართლა არაფერი გუნდი არ იყო ეს ავტოდორი, ფესენკომ მოუგო მარტომ თამაში უნიქსს.

0.127681