ჩოგბურთი

11:58 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი შეუძლოდაა

ავსტრალიის ღია პირველობის სტარტამდე ორიოდე დღით ადრე რეიტინგსიის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვარჯიში გამოტოვა. სერბის მიერ მორიგ წვრთნაზე უარის თქმა “ნოლეს” შეუძლოდ ყოფნა გახლდათ.

ამავე მიზეზით ჯოკოვიჩმა წინასატურნირო პრესკონფერენციაც გამოტოვა, მორიგი ვარჯიში კი ნოვაკს დღეს აქვს დანიშნული.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩს პირველი მატჩის ჩატარება სამშაბათს, 20 იანვარს უწევს. ნოვაკის სასტარტო მეტოქე სლოვენიელი ალიაჟ ბედენაა.

0.093756