ფეხბურთი

3:38 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვალენსიელებმა იმარჯვეს, “სოსიედადი” – მხოლოდ გრანდებთან ვარგობს

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. ვალენსიურმა კლუბებმა – “ვალენსიამ” და “ვილიარეალმა” საშინაო გამარჯვებები იზეიმეს, “ესპანიოლს” “ღამურებთან” მოგებული სათასო შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც შეცვლაზე შემოსულმა ფელიპე კაისედომ უშველა, რომლის გოლითაც ბარსელონურმა კლუბმა შინ ვიგოს “სელტა” დაამარცხა, რომელმაც ლა ლიგაში გამართული ბოლო 9 მატჩიდან 7 წააგო და მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა ფრედ, ხოლო სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადი” კვლავ ვერ ახერხებს სუსტ კლუბებთან ქულების აღებას. ისინი ამჯერად “რაიო ვალეკანოსთან” შერცხვნენ “ანოეტაზე”. დევიდ მოიესის შეგირდებს მიმდინარე სეზონში 4 გამარჯვება აქვთ მოპოვებული და აქედან 3-ჯერ გრანდი ჰყავთ დამარცხებული. “ჩური ურდინმა” სხვების წინააღმდეგაც უნდა ისწავლოს თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება.

დღის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართა, სადაც “ალმერიამ” დიდი წინააღმდეგობა გაუწია მასპინძლებს. ანგარიში დანიელ პარეხომ გახსნა მე-11 წუთზე, თუმცა ორ წუთში ტომერ ჰემედმა აღადგინა წონასწორობა. “ვალენსიამ” პირველ ნახევარშივე მოახერხა წინ გასვლა, 28-ე წუთზე ალკასერის დარტყმულს მიმართულება როდრიგომ შეუცვალა და “ღამურები” წინ გაიყვანა, მაგრამ ხუთ წუთში ტომერ ჰემედიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ტაიმის ბოლოს კინაღამ მესამეც გაიტანა – ებრაელი ფორვარდის დარტყმული ხარიხამ მოიგერია. 44-ე წუთზე ტრავმა მიიღო ანტონიო ბარაგანმა და მის ნაცვლად ჟოაო კანსელო გამოჩნდა მოედანზე, რომელიც გუნდელზე გაცილებით აქტიურად ჩაერთო შეხვედრაში.

მეორე ნახევარი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მალე მოედანზე ალვარო ნეგრედოც გამოჩნდა. მას და ანდრე გომეშს რამდენიმე მომენტი შეექმნათ, მაგრამ ორივეს მიზანმა უმტყუნა. 82-ე წუთზე როდრიგოს შესანიშნავი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა, შეტევა მარცხენა ფლანგზე გაგრძელდა, საიდანაც ხოსე ლუის გაიამ ჩააწოდა საჯარიმოში, იქ ყველას ალვარო ნეგრედომ აჯობა და “ვალენსიას” ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა – 3:2. აღსანიშნავია, რომ ნეგრედომ გატანილი გოლი არ აღნიშნა, რადგან რამდენიმე წლის წინ ანდალუსიური კლუბის ღირსებას იცავდა.

შესანიშნავ სეზონს ატარებს დენის ჩერიშევი, რომელსაც 18 შეხვედრაში 3 გატანილი გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. “ვილიარეალმა” პირველ ნახევარში სწორედ რუსი ფეხბურთელის გოლით მოუგო “ბილბაოს”. 43-ე წუთზე დენისმა ვიქტორ რუისის გრძელი გადაცემის შემდეგ შესანიშნავად დაამუშავა ბურთი, გორკა ირაისოსი მოატყუა და მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმა შეასრულა.

მასპინძელებმა მეორე ნახევარშიც ერთი ბურთი აკმარეს მეტოქეს. 83-ე წუთზე ოსკარ დე მარკოსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ესტრადა ფერნანდესმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. 11-მეტრიანი ბრუნო სორიანომ შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

სოსიედადი – რაიო ვალეკანო 0:1 (0:0)


სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, ანსოტეგი, დე ლა ბელა, ელუსტონდო (ჩ.კასტრო 78), ბერგარა (პარდო 53), გრანერო (ფინბოგასონი 84), პრიეტო, ველა, კანალესი, აგირეჩე.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ბა, ზე კასტრო, ტიტო (ქუინი 46), ე.ინსუა, ტრაშორასი, ბაენა, ბუენო (ხოზაბედი 78), აკინო (ა.მორენო 60), კაკუტა, მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: მანუჩო 81.
გაფრთხილებები: მანუჩო, ტრაშორასი, ხოზაბედი, ბა
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 10(2)-12(4), ჯარიმა: 12-20, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-5, სეივი: 3-2

ვალენსია – ალმერია 3:2 (2:2)

ვალენსია (4-1-4-1): ალვეში, ორბანი, მუსტაფი, ბარაგანი (კანსელო 44), გაია, ფუეგო (ნეგრედო 60), პერესი, გომეში (დე პაული 80), პარეხო, როდრიგო, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილიო, ველეზი, ხ.ნავარო, დუბარბიერი, ტეიე (ფ.სორიანო 82), ვერზა, კორონა (რომერა 86), ველიგტონ სილვა (მ.დოს სანტოსი 71), მენდეში, ჰემედი.
მწვრთნელი: იგნასიო მარტინესი

გოლები: 1:0 პარეხო (11), 1:1;2:2 ჰემედი (13;33), 2:1 როდრიგო (28), 3:2 ნეგრედო (83).
გაფრთხილებები: ორბანი, დე პაული – ტეიე, დუბარბიერი
მსაჯი: ინიაკი ბიკანდი
ბურთის ფლობა: 74%-26%, დარტყმა: 18(8)-8(2), ჯარიმა: 14-18, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 0-5

ვილიარეალი – ბილბაო 2:0 (1:0)


ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, გასპარი, პაულისტა, ხ.კოსტა, ბ.სორიანო, პინა, ჯონათან დოს სანტოსი (მ.გომესი 80), ჩერიშევი, ვიეტო (გ.მორენო 82), უჩე (ჯ.დოს სანტოსი 68).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, მ.რიკო (იტურასპე 67), სან ხოსე, უ.ლოპესი (იბაი 77), ვიგუერა (უილიამსი 67), სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 ჩერიშევი (42), 2:0 ბ.სორიანო (83 პენ.).
გაფრთხილებები: ბ.სორიანო, ჩერიშევი – ეჩიტა, სან ხოსე
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 19(6)-11(5), ჯარიმა: 15-10, კუთხური: 9-6, თამაშგარე: 6-3, სეივი: 5-4

ესპანიოლი – სელტა 1:0 (0:0)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ჰ.მორენო, ალვარო, არბილია, ფუენტესი, ა.გონსალესი, კანიასი, სევილია (მონტანესი 70), ლუკასი, სტუანი (კაისედო 77), ს.გარსია (ვ.სანჩესი 93).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, ჯონი, ა.ფერნანდესი, კრონ-დელი (ს.გომესი 85), ა.ერნანდესი, რადოია, ორელიანა, ნოლიტო, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი: კაისედო 90.
გაფრთხილებები: არბილია, კანიასი, ალვარო - ფონტასი, პ.ერნანდესი, ნოლიტო
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 15(3)-3(2), ჯარიმა: 9-23, კუთხური: 9-1, თამაშგარე: 1-6, სეივი: 2-2

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 26. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 16. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 12. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10.

თეგებილა ლიგა
0.269508