ჭადრაკი

21:09 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ ნავსი გატეხა

ვეიკ ან ზეეს დიდ საერთაშორისო ტურნირზე მოასპარეზე ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ, რომელიც 0,5 ქულით 14 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, ზედიზედ 4 წაგების შემდეგ ნავსი გატეხა და მეშვიდე ტურში შავებით, ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი დაამარცხა.

იმედია, ქართველი დიდოსტატი ასევე გააგრძელებს და საპრიზო ადგილზე გასვლას თუ არა, იმდენს მაინც მოახერხებს, რომ რეიტინგში ქულები არ ჩამოაკლდეს. შეგახსენებთ, რომ ჯობავა აღნიშნულ ტურნირზე მეათე ნომრადაა განთესილი.

რადგან მეშვიდე ტური ჯერ არ დასრულებულა, მის სრულ შედეგს მოგვიანებით მოგაწვდით.

0.120813