ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალვარო არბელოამ მადრიდის “რეალის” რიგებში ვარჯიში განაახლა. ბუნებრივია, მცველი “სამეფო კლუბის” გაფართოებულ განაცხადში ჯერ ვერ მოხვდა. “რეალს” კვირას, 18 იანვარს, “ხეტაფესთან” სტუმრად პრიმერადივიზიონის მე-19 ტურის მატჩი ელის.
32 წლის ფეხბურთელმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” სამეფო თასის მატჩი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. მოსალოდნელია, რომ “როხიბლანკოს” წინააღმდეგ 8 თებერვალს პრიმერადივიზიონის შეხვედრაში არბელოა განაცხადში აუცილებლად იქნება.
მიმდინარე სეზონში არბელოამ “სამეფო კლუბის” მაისურით ყველა ტურნირზე 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.